ვინ უქნა ქართულ კინოს თავზე?

ქართული კინო რომ მკვდარია ყველამ იცის,  წელიწადში 9 ფილმი გამოდის და იქიდან 7 ისეთი ფილმია როგორებიცაა მაგალითად “ცელქი ბავშვები” ან “ოცნების ქალაქი.” შემდეგ ეს ფილმები 2 თვე კინოში იქნება, არავინ ნახავს და ბოლოს საახალწლოდ ტელევიზორში გაუშვებენ. ამ ფილმებს არავითარი კულტურული ფასი არ გააჩნიათ,  ხელოვნებამ სამყაროს რამე ახალი უნდა შესძინოს, ეს ფილმები კი მათი არსებობით პირიქით აკლებენ სამყაროს. როდემდე უნდა გადაიღონ ასეთი უაზრო ფილმები ან რა სარგებელი აქვს მაგ ფილმებს. ვის რაში სჭირდება? საქართველოში რეკლამა უფრო სასიამოვნო სანახავია ვიდრე ფილმი. Windfors-ის გადაღებული წუთ-ნახევრიანი ლისი დეველოპმენტის რეკლამა ჯობია ბოლო 10 წელიწადში გამოსული ფილმების 80%-ს. თან ეს ქართული ფილმები ერმალოს ფილმებს მაინც გავდნენ იღადავებდი მაინც. არა! სული უნდა ამოგაცალონ და ცხოვრება შეგაზიზღონ. დეზინფექცია გჭირდება რუსთავი 2-ის მორიგი მარაზმი ფილმის შემდეგ, დეზინფექცია და 4 წლიანი რეაბილიტაცია.  ის 2 ფილმი 9-დან შეიძლება კარგი გამოვიდეს ისეთი როგორიც “მანდარინები” ან პირიქით შეიძლება დათო ჯანელიძის “ჯაყოს ხიზნები” აღმოჩნდეს. მოკლედ საშველი არ აქვს ქართულ კინოს, დაფინანსებაც ცოტა აქვს და ეს დაფინანსებაც როგორც ვიცი ვიღაცის ჯიბეებში მიდის. თეატრალურში მეგობრისგან ვიცი რომ მხოლოდ 1 კომპიუტერი აქვთ სადაც სამონტაჟო პროგრამა პრემიერი წერია. თეატრალური სულ სხვა სამყაროა, 90-ებიდან შემორჩენილი სისტემაა რომელსაც ოქტომბრის რევოლუცია თუ უშველის. კულტურის სამინისტროს ყველაფერი ყლეზე კიდია, კინოც, მუსიკაც, ყველანაირი ხელოვნება ყლეზე კიდია, წელიწადში ერთხელ გამოდიან, რაღაცას აპროტესტებენ, სახელმწიფოსგან ფულს იღებენ და ასე ცხოვრობენ. მოსტყვნიათ დედა.

 

ლისი დეველოპმენტის რეკლამა

https://www.youtube.com/watch?v=Z7oK-0J47Ks

დათო ჯანელიძის “ჯაყოს ხიზნები”

https://www.youtube.com/watch?v=Egmy2YZjVjo

 

თანამედეროვე კარგი ქართული ფილმები:

“შემთხვევითი პაემნები”

https://www.youtube.com/watch?v=N1WqVrVmDp4

“ქუჩის დღეები”

http://www.imovies.ge/movies/21405

“სიმინდის კუნძული”

http://www.imovies.ge/movies/450145266

“მანქანა რომელიც ყველაფერს გააქრობს”

http://www.imovies.ge/movies/38583

“გაღმა ნაპირი”

http://www.imovies.ge/movies/8150

“მანდარინები”

http://www.imovies.ge/movies/40925

2006 წლიდან გადაღებული ფილმებიდან ალბათ მხოლოდ 10-ია კარგი. მეტი არამგონია

 

093

Advertisements